პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდა
პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) თანადაფინანსების მიმართულება;
ბ) საგრანტო მიმართულება:
სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების მიმართულება მოიცავს კომერციული ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის ან სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის/სალიზინგო პროექტის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 10 000 000 (ათი მილიონი) ლარს.
პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის თანადაფინანსებისას, სააგენტო ახორციელებს ბანკის/საინვესტიციო კომპანიის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად:
პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებისას, სააგენტო ახორციელებს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ქვემოთ მოცემული პირობის შესაბამისად:
პროგრამას ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა:
პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია:
საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება მოიცავს - საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თითოეულ საანგარიშო წელზე, წელიწადში არაუმეტეს 300 000 ლარისა.
საგრანტო მიმართულება მოიცავს - სესხის/ლიზინგის კომპონენტში ჩართული ბენეფიციარისთვის არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით ე.წ. „ქეშ ბექის“ შეთავაზებას.
ამასთან, ყველა კომპონენტის ფარგლებში, ქალი მეწარმეებისთვის იზრდება მხარდაჭერა, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით (იხ. დადგენილება)
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების როგორც გაციფრულების, ასევე კვლევა და განვითარების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლობს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით;
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი/სალიზინგო პროექტი აკმაყოფილებს საგრანტო მიმართულების მწვანე კომპონენტს, მაღალმთიანი რეგიონის და აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტებით განსაზღვრულ პირობებს, ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტით;
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში (გარდა სასტუმრო და აგროტურისტული ინდუსტრიებისა, იხ. დანართი ეკონომიკური საქმიანობების მიმართ მოთხოვნები
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 100-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის და არა მხოლოდ:
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტებში - პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხაში
ა)„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი
ბ) მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 40 (ორმოცი) მლნ ლარს;
გ) სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);
დ) არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ე) არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირი;
ვ) რეგისტრირებულია სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და არის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის წევრი
ზ) საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრორიტეტთა ნუსხაში.
დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი მიმართავს კომერციულ ბანკს/საინვესტიციო კომპანიას/აქტივების მმართველი კომპანიას /ლიზინგის გამცემ ორგანიზაციას შესაბამისი მოთხოვნით და წარადგენს მათ მიერ განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
მიმდინარე